„შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადა იწყება

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

„შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 9 აპრილს, 13:00 საათზე, კომაროვის სკოლაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49).

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ, მხოლოდ კომაროვის ,,შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის იმ  მოსწავლეებს, რომლებიც 8 აპრილის მდგომარეობით იქნებიან  "შაბათის სკოლის"  მე-5 კლასში.

 პირველ ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურულბოლოიანი ტესტი, რომელშიც იქნება 20 ამოცანა. სამუშაო დრო - 2 საათი.

რეგისტრაცია (ადგილზედაიწყება  12:30 საათიდან.

მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი და რვეული-შავი სამუშაოსთვის. სასურველია წყალიც (ერთჯერადი ბოთლით).

ოლიმპიადის დებულება  მშობლებთან და მოსწავლეებთან დაგზავნილია.

იმავე დღეს (9 აპრილს) სკოლის ვებგვერდზე (komarovi.edu.ge) აიტვირთება მოსწავლეთა კოდირებული ნაშრომები და ტესტი.

ტესტის სწორი პასუხები და  პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 15 აპრილისა. აპელაცია მიიღება 16 და 17  აპრილს ელექტრონულ ფოსტაზე:saapelatsiokomisia@gmail.com 

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 22 აპრილისა.

 

გთხოვთგაითვალისწინოთრომ მშობლები სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

ხელი რომ არ შეეშალოს მოსწავლეთა შემოსვლას, ნუ შეყოვნდებით სკოლის ჭიშკართან.

ვინც აპირებს ავტომანქანით მოსვლას, შეიძლება შეიქმნას პარკინგისა და საცობის პრობლემა, ამიტომ, გთხოვთ, იფიქროთ, ხომ არ აჯობებს,  მანქანა გააჩეროთ ან ვაჟა-ფშაველას ახლომდებარე კვარტლებში, ან - გამზირზე.

მოსწავლეები, რომლებიც მოხვდებიან რეიტინგული სიის 100-ეულში ან გაიმეორებენ რეიტინგული სიის მე-100 ნომრის შედეგს, მოიპოვებენ ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლებას. ფინალური ტური გაიმართება 9 მაისს.


,,შაბათის სკოლის“ მათემატიკის ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება პროექტის მოსწავლეებისთვის. ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციის ზრდაა. ეს კარგი შესაძლებლობაა ტესტთან მუშაობისა და კონკურსში მონაწილეობის გამოცდილების შესაძენად, გამარჯვებული მოსწავლეების გამოსავლენად და წასახალისებლად.

 

კომაროვის სკოლა წარმატებას გისურვებთ!

 



ზემოთ